4 აგვისტოს სს“ენერგო-პრო ჯორჯიას“დასავლეთ საქართველოს რეგიონული
ფილიალის
ტექნიკური სამსახურის მიერ 07:00 საათიდან 12:00 საათამდე გამოირთვება
ელექტროგადამცემი ხაზი „ორული“, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება
დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურეობის ცენტრის 3251 აბონენტს (
აკვაპარკი და სოფლები: ანაკლია, ორული დიდი ნეძი, კიროვი ).
ასევე, 5 აგვისტოს დილის 07:00 საათიდან 12:00 საათამდე გამოირთვება
ელექტროგადამცემი ხაზი „ ინგირი“, რის გამოც ელექტროენერგიის მიწოდება
დროებით შეეზღუდებათ ზუგდიდის მომსახურების ცენტრის 6612 აბონენტს (
აკვაპარკი და სოფლები: ანაკლია, ორული დიდი ნეძი, კიროვი,ერგეტა,
კოკი, ორსანტია, თარგამული, კახათი და მიმდებარე სოფლები).
მასალის გამოყენების პირობები