დაკარგული გერმანელი ინჟინერის ოჯახი დახმარებას ითხოვს (ვიდეო)
11:04 / 04.08.2016
სამეგრელო -ზემო სავანეთის მხარეში დაკარგული გერმანელი მოქალაქის
ქალიშვილი ვიქტორია სერდაკოვსკაია დახმარებას ითხოვს.
მან მიმართვა დღეს ენგურის ხიდიდან გააკეთა.
"მე ვთხოვ ყველას, ვინც შეიძლება იცოდეს მისი ადგილსამყოფელი, ან
ფლობს რაიმე ინფორმაციას მის შესახებ, დარეკოს მითითებულ ნომრებზე,
ჩვენ მადლობელი ვიქნებით. მე თქვენ მოგმართავთ თხოვნით, თუმცა
კითხვებზე პასუხს არ გაგცემთ რადგან, ბევრი კითხვა ჯერაც უპასუხოდ
რჩება,“- აღნიშნა მან.
დაკარგულის ოჯახი საკონტაქტო ინფორმაციას ავრცელებს:
+380674266878, +995599436744, +995599278008, +995577177089,
+4915223884867. როგორც სერდაკოვსკაია ამბობს, ინფორმაციის
მიმწოდებელი დასაჩუქრდება.
გერმანიის მოქალაქე სერგეი სმისლოვი 12 ივლისს, საღამოს გაუჩინარდა.
ის მესტიაში კომპანია "ეპტისას" წარმომადგენელი იყო და სამი წლის
განმავლობაში მუშაობდა წყალკანალის მშენებლობის ზედამხედველად.მას
კონტრაქტი დაუმთავრდა და 15 ივლისს ტოვებდა საქართველოს.სერდაკოვსკაია
სათვალთვალო კამერებმა ბოლოს ჯვარში დააფიქსირეს, საიდანაც მისი კვალი
უჩინარდება.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები