ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ჭაქვინჯის გზის საფარის მშენებლობა
დაიწყო.
სამშენებლო სამუშაოებს საფუძველი გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ
ადგილობრივ მოსახლეობასთან ერთად ჩაუყარა.
ჭაქვინჯში რკინა-ბეტონის საფარის მქონე 10 კილომეტრის სიგრძისა და 5
მეტრი სიგანის გზა დაიგება. ბეტონის სისქე კი 16 სანტიმეტრი იქნება.
გზის სამშენებლო სამუშაოები 7 თვეში დასრულდება და მისი ღირებულება 4
მილიონ ლარს აღემატება.
,, ჩვენთვის ამ პროექტის განხორციელება ძალიან მნიშვნელოვანია.
ჭაქვინჯის, ყულიშკარისა და ნარაზენის მოსახლეობას, ამ გზის
მშენებლობით უმთავრეს პრობლემას მოვუხსნით", - განაცხადა მან.
სამუშაოებს სამშენებლო კომპანია შ.პ.ს ,,პრაიმ ბეტონი"" აწარმოებს.
მშენებლობაზე ადგილობრივები დასაქმდებიან.
მასალის გამოყენების პირობები