ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში თხილის გადამამუშავებელი
ახალი საწარმო „GEO FOOD“გაიხსნა.
ქარხნის ასაშენებლად ინვესტიცია ლატვიელმა ინვესტორებმა ჩადეს.
(ნაურის ზდანოვსკი, გადძიუს რაიტის, თენგიზ ვადაქარია, რომელიც
წარმოშობით ნარაზენიდანაა). ამ ეტაპისთვის განხორციელებული
ინვესტიციის ოდენობა 450 ათას ლარს შეადგენს. იგეგმება დამატებითი
ინვესტიციის მოზიდვაც. ინვესტორებს თხილის გული ექსპორტზე ლატვიასა და
ლიტვაში გააქვთ.
ქარხანაში პირველ ეტაპზე დასაქმებულია 45 ადგილობრივი, სეზონზე
იგეგმება სამუშაო ადგილების ზრდა.
გახსნის ცერემონიალს ლატვილ ინვესტორებთან ერთად სეიმის
ვიცე-სპიკერი გუნდარს დაუდზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი
ოთარ დანელია, საეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და
ლატვიის ეჩის მოვალეობის შემსრულებელი იანის სილი დაესწრნენ.
მასალის გამოყენების პირობები