რეგიონი
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლატვიის პარლამენტის ვიცე-სპიკერს შეხვდა
სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ლატვიის პარლამენტის ვიცე-სპიკერს გუნდარს დაუდზეს და ლატვიელ ინვესტორს, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსთან დავით კოდუასთან ერთად შეხვდა.

გუბერნატორმა და ლატვიის პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ორი ქვეყნის ურთიერთობებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.

„ჩვენ გუშინ ერთად გავხსენით თქვენს მიერ აშენებული თხილის ახალი საწარმო სოფელ ნარაზენში, სადაც 45 ადგილობრივია დასაქმებული. მნიშვნელოვანია, რომ თხილის გულს ექსპორტზე ევროპაში გაიტანთ, ასევე მახარებს, ის რომ გაფართოებას და მეტი ადგილობრივის დასაქმებას აპირებთ. ჩვენ ყველა ინვესტორის გვერდით ვართ და სრულ მხარდაჭერას გიცხადებთ,“ - განაცხადა შეხვედრაზე რეგიონის გუბერნატორმა.

თავის მხრივ ლატვიის პარლამენტის ვიცე-სპიკემა გუბერნატორს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

„კარგია, რომ ჩვენი ინვესტორები თქვენი რეგიონით დაინტერესებული არინან, მათ აქვთ გეგმები და სურთ სხვა ინვესტიციების ჩადებაც, კონკრეტულად თხილის და დაფნის მიმართულებით. მათ აქვთ ჩვენი მხარდაჭერა“.

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ნარაზენში თხილის გადამამუშავებელი ახალი საწარმო „GEO FOOD“ 6 აგვისტოს გაიხსნა. ქარხნის ასაშენებლად ინვესტიცია ლატვიელმა ინვესტორებმა ჩადეს. გახსნის ცერემონიალს ინვესტორებთან ერთად ლატვიის პარლამენტის ვიცე-სპიკერი გუნდარს დაუდზე, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია და ლატვიის ელჩის მოვალეობის შემსრულებელი იანის სილი დაესწრნენ.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული
ბევრი ადამიანი ცხოვრების სხვადასხვა ეტაპზე აწყდება კბილების არასწორი დგომის, ან თანკბილვის დარღვევის პრობლემას. ეს დეფექტები არ არის მხოლოდ ესთეტიკური ნაკლი;

6000 წელზე მეტია, რაც ცხენი და ადამიანი თანაგუნდელები არიან.

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

სტატია
დღის სიახლეები
13 / ნოემბერი 2025
სამეგრელოში მარანი ერთ-ერთი უძველესი და განსაკუთრებული ნაგებობაა, რომელიც ღვინის დასაყენებლად და შესანახად გამოიყენება.
06 / ნოემბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია ერთ-ერთ ყველაზე უნიკალურ და მრავალმხრივ ცოცხალ კულტურულ მემკვიდრეობაზე, რომელიც ჩვენს ფუძემდებლურ ისტორიასთან, მეგრელების სახლებთან არის დაკავშირებული.
30 / ოქტომბერი 2025
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრული ხუროთმოძღვრების ერთ-ერთ უნიკალურ ნიმუშზე ,,ბოყვიშ ჸუდეზე“, რომელსაც პიტაფიცარიც ეწოდებოდა.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
13 / ნოემბერი 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« ნოემბერი 2025 »»
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.