საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ანაკლიაში
ახლადგახსნილი საოჯახო ტიპის სასტუმრო "თეთრი სახლი" დაათვალიერა.
სასტუმროს მეპატრონის, მერაბ ჩხოლარიას განმარტებით, საოჯახო ტიპის
სასტუმროს მშენებლობის სურვილი ფესტივალმა Gem Fest-მა ჩაუსახა,
რომელსაც წელს 40 ათასამდე სტუმარი დაესწრება. მანვე იმედი გამოთქვა,
რომ მომავალში ფესტივალი გახანგრძლივდება და ადგილობრივ მცხოვრებლებს
მეტი შემოსავალი გაუჩნდებათ.
2015 წლის ზაფხულის შემდეგ, ანაკლიასა და განმუხურში 30-მდე საოჯახო
სასტუმროს რეაბილიტაცია მოხდა, აშენდა 1 ახალი სასტუმრო, ასევე დაიწყო
5-ვარსკვლავიანი სასტუმრო-კომპლექსის მშენებლობა განმუხურში.
მასალის გამოყენების პირობები