მარტვილის კანიონი ყველაზე პოპულარულ ბუნების ძეგლად დასახელდა
საქართველოს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინფორმაციით, ბოლო 2
კვირის განმავლობაში მარტვილის კანიონს 11 ათასი ვიზიტორი ეწვია.
მარტვილის, იგივე გოჭკადილის კანიონის განსავითარებლად დაცული
ტერიტორიების სააგენტომ 1 მილიონ ლარზე მეტი დახარჯა.
მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა, ტერიტორიაზე ბილიკები, ნავმისადგომები და
ავტოსადგომები მოეწყო. ასევე, აშენდა ვიზიტორთა ცენტრი და დამონტაჟდა
სპეციალური განათებები.
განახლებული კანიონი ტურისტებისთვის წელს 15 ივლისიდან გაიხსნა.
მასალის გამოყენების პირობები