პოლიტიკურმა პარტიებმა დავით ჯიქიას ხსოვნას პატივი მიაგეს (ვიდეო)
15:23 / 08.08.2016
რვა აგვისტოს ომში დაღუპულ დავით ჯიქიას ხსოვნას, დღეს პატივი
სხვადასხვა პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა მიაგეს.
ომში დაღუპული გმირის საფლავი მათ გვირგვინით შეამკეს და გარდაცვლილის
მშობლებს კიდევ ერთხელ მიუსამძიმრეს.
ფრაქცია "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრის თენგიზ გუნავას
თქმით, რუსეთ- საქართველოს ომის შედეგი იყო ძალიან მძიმე, ბევრი
ღირსეული ადამიანი დაიღუპა, მაგრამ საქართველო გადარჩა ამ ომში და
აგრძელებს ბრძოლას.
რვა აგვისტოს, საქართველოს თანამედროვე ისტორიის უმძიმესი თარიღი
უწოდა "თავისუფალი დემოკრატების" ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდტმა ირაკლი ჩიქოვანმა და ომში დაღუპული ადამიანების
მიმართ მადლიერება გამოხატა.
ადგილზე იმყოფებოდა ”საქართველოს პატრიოტთა ალიანსის” ზუგდიდის
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ოთარ ჭითანავა, მან დღევანდელი დღე
შეაფასა, როგორც საქართველოსთვის უმძიმესი.
ჯიქიას ოჯახს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ
მიუსამძიმრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი დღე ძალიან მძიმეა საქრთველოს
ისტორიაში.
2008 წლის რუსეთ-საქართველოს აგვისტოს ომიდან 8 წელი შესრულდა.
საქართველოში რუსული ინტერვენციის შედეგად დაიღუპა საქართველოს 228
მშვიდობიანი მოქალაქე, 14 პოლიციელი, ხოლო 1 747 დაიჭრა. სახლები
დატოვა თითქმის 150 000-მა ადამიანმა, მათგან დღემდე დევნილობაში
რჩება 30 000-მდე.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
ტრადიციულ ქართულ ჩაცმულობაში თავსაბურავს ყოველთვის დიდი მნიშვნელობა ეძლეოდა, ბუნებრივია ასე იყო სამეგრელოშიც. რაც უნდა ღარიბი ყოფილიყო ქალი და იმისი საგარეო ჩაცმულობა, ერთი კარგი თავშალი აუცილებლად ექნებოდა.რაც შეეხება ფეხსაცმელებს,არსებობდა სხვადასხვა ტიპის .დღევანდელ გადაცემაში საუბარია თავსაბურავების და ფეხსაცმელების ნაირსახეობაზე, რომლის მასობრივი გამოყენება ხდებოდა სამეგრელოში.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები