საოკუპაციო გამშვებ პუნქტთან მოკლული გიგა ოთხოზორიას 7 სულიან ოჯახს
დევნილთა და განსახლების სამინისტრომ საცხოვრებელი სახლი ზუგდიდის
ცენტრში გადასცა.
დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და სამეგრელო-ზემო
სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ოთხოზორიების ოჯახს ესტუმრნენ და
საცხოვრებელი სახლის საკუთრების დამადასტურებელი მოწმობა
გადასცეს.
ახალი სახლი ოჯახმა საკუთარი სურვილის მიხედვით შეარჩია. აფხაზეთიდან
დევნილი გიგა ოთხოზორია 2016 წლის 19 მაისს სოფელ ხურჩაში,
სამეგრელო-აფხაზეთის ადმინისტრაციულ საზღვართან, ე.წ. გამშვებ
პუნქტთან მოკლეს.
მასალის გამოყენების პირობები