რეგიონი
ედიშერ თოლორაიამ სხდომის წევრებისგან შენიშვნები და მადლობები მიიღო (ვიდეო)
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომას დღეს ედიშერ თოლორაია ესწრებოდა. ყოფილმა გამგებლმა სხდომის თავმჯდომარეს ლაშა გოგიას და თითოეულ წევრს მადლობა გადაუხადა თანამშრომლობასა და მხარდაჭერისთვის.

მან ასევე აღნიშნა, რომ თავი არასოდეს დაუზოგავს რეგიონში დაგეგმილი პროექტების განსახორციელებლად და მომავალშიც მზადყოფნა გამოთქვა, ზუგდიდის კეთილდღეობისთვის საკუთარი წვლილი შეიტანოს. თოლორაიამ, სხდომის წევრებისგან მისი გამგებლობის ბოლო ოთხი წლის შეფასება და შენიშვნები მოისმინა.

განმუხურის რწმუნებულმა ემზარ ახალაიამ გამგებლისთვის ტაშის დაკვრის სურვილი გამოთქვა, თუმცა, როგორც მან განაცხდა, ედიშერ თოლორაიას გამგებლობის დროს სოფელში არაფერი გაკეთებულა და ტაშის დასაკრავიც არაფერია.

„დარჩელი-განმუხურის დამაკავშირებელი ხიდი ავარიულ მდგომარეობაშია. ცენტრალურ გზაზე საუბარი ზედმეტია, შიდა გზები დანგრეულია, კანალიზაციის მილები ლპება, სტადიონზე საუბარი ზედმეტია და გაზიფიკაციაც შეწყდა,“-  აღნიშნა მან.

შენიშვნის საპასუხოდ კი თოლორაიამ განმუხურის გამგებელს შეახსენა , რომ ამ წლების განმავლობაში კომუნიკაციაზე ის არ გამოსულა და აღნიშნული პრობლემების თაობაზე მასთან არ უსაუბრია. ასევე აღნიშნა რომ, ტენდერი დარჩელი- განმუხურის ხუთ კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციისთვის უკვე გამოცხადებულია. 

"რაც შეეხება ხიდს თანხა გადმორიცხულია და მისი რეაბილიტაცია გეგმის მიხედვით 2017 წლის თებერვალში დაიწყება, გაზიფიკაცია- კი სექტემბრის ბოლოს". 

სხდომის დანარჩენმა წევრებმა გამგებლის მოღვაწეობის ოთხი წელი დადებითად შეაფასეს და წარმატებები უსურვეს.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.