ანაკლიაში ირანელი ტურისტი დღეს დილით გარდაცვლილი იპოვეს. მომხდარი
ფაქტი შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს რადიო
"ათინათს".
"გიდასტურებთ, სავარაუდოდ ბუნებრივი სიკვდილით გარდაიცვალა,თუმცა
ზუსტი ინფორმაცია ექსპერტიზის დასრულების შემდეგ გვექნება.საქმე
აღძრულია სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც
თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს".
უწყებაში ზუსტად ვერ ადასტურებენ,თუ რა ტერიტორიაზე იპოვეს უცხოელი
ტურისტის გვამი.
მასალის გამოყენების პირობები