ზუგდიდის არტ- გალერეაში მხატვარ მურმან დემურიას ნამუშევრების
გამოფენა მოეწყო. ხელოვანის თქმით, ის წლებია გრაფიკულ ნახატებზე
მუშაობს და
ძირითადად, მეგობრების პორტრეტებს ხატავს.
„შარჟებსა და პორტრეტებზე ვმუშაობ. დღეისთვის ავარჩიე 500- მდე
ნამუშევარი, მაქვს ფერწერული ნახატები, მაგრამ უმეტესობა
გრაფიკულია“
აღსანიშნავია, რომ მისი ნამუშევრები საზღვრგარეთ, კერძოდ საფრანგეთშიც
გამოფენილა. სამხატვრო გალერეის ინიციატივით, მურმან დემურიას
გამოფენა უკვე მეხუთედ იმართება. ამჯერად, ის ერთ კვირას
გასტანს.
მასალის გამოყენების პირობები