დე ფაქტო აფხაზეთის შს ახალი მინისტრის განცხადებით, შეიქმნება
სპეციალური სამმართველო, რომელიც ნარკოტიკული ნივთიერებების
ბრუნვაზე მკაცრ კონტროლს დააწესებს. ასლან კობახიას თქმით,
სამართალდამცველები ნარკომანიას და ნარკოდილერებს ომს
გამოუცხადებენ.
"უნდა ვაღიაროთ: ნარკოდილერი არასოდეს უნდა გრძნობდეს თავს ლაღად იმ
ქვეყენაში, სადაც მას სამხრეებიანი ადამიანები არ მფარველობენ...", -
თქვა მან.
5 ივლისს სოხუმში შს სამინისტროსთან მომხდარი არეულობების
კომენტირებისას, კობახიამ აღნიშნა, რომ საქმეს დე ფაქტო რესპუბლიკის
გენერალური პროკურატურა
იძიებს. ამავე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა
სამინისტროში სტრუქტურული ცვლილებები განხორციელდება.
ახალი ვიცე-პრემიერი, შს საქმეთა მინისტრი, რაულ ხაჯიმბამ
სამინისტროს თანამშრომლებს 17 აგვისტოს წარუდგინა.
მასალის გამოყენების პირობები