პარტია "ედინაია აფხაზიას" პოლიტსაბჭოს მდივანი ირინა დოჩია გაათავისუფლეს
აფხაზეთის და რუსეთის სპეცსამსახურების მიერ ჩატარებული ოპერაციის
შედეგად, პარტია „ედინაია აფხაზიას“
პოლისაბჭოს მდივანი ირინა დოჩია გაათავისუფლეს. ამის შესახებ
მედიისთვის დღეს გამართულ ბრიფინგზე „სახელმწიფო უშიშროების“
სამსახურის წარმომადგენელმა ვლადიმირ არლანმა განაცხადა. ამავე
ცნობით, დოჩია ახლა საკუთარ სახლში იმყოფება და მის ჯანმრთელობას
საფრთხე არ ემუქრება.
ირინა დოჩია, საკუთარი სახლის სადარბაზოდან მიმდინარე წლის 2 ივლისს,
გამოსასყიდის მიღების მიზნით გაიტაცეს. აღნიშნულ საქმეზე ქ.სოხუმის
პროკურატურის მიერ აღიძრა სისხლის სამართლის საქმე. საგამოძიებო -
ოპერატიული ჯგუფი, რომელიც განაგრძობს აღნიშნული საქმის
გამოძიებას.
„ამ დროისათვის ტარდება ღონისძიებები, გატაცების დამკვეთისა და მისი
ორგანიზატორების გამოსავლენად“, - აღნიშნა არლანმა.
მასალის გამოყენების პირობები