დე ფაქტო აფხაზეთის უსაფრთხოების სამსახურისა და შს სამინისტროს,
ასევე, რუსეთის სასაზღვრო სამმართველოს მიერ ჩატარებული ერთობლივი
რეიდების
შედეგად, გალის რაიონის ზედა ზონის სოფელ ლეკუხონაში იარაღის
სამალავები იპოვეს, წერს აფახაზური მედია.
ამავე ცნობით, სამალავებში ნაპოვნია ცეცხლსასროლი იარაღის რამდენიმე
ერთეული და საბრძოლო მასალა. ღონისძიებები, იარაღისა და საბრძოლო
მასალების უკანონო ბრუნვის აღსაკვეთად, კვლავ გაგრძელდება,- აცხადებენ
სოხუმში.
მასალის გამოყენების პირობები