საფეხბურთო კლუბ "ზუგდიდს" ოლიმპიური ჩემპიონი ვლადიმერ ლიუტი
გაწვრთნის. კლუბის გენერალური დირექტორის გელა ინალიშვილის
ინფორმაციით,
უკრაინული მწვრთნელი უკვე ზუგდიდშია და გუნდი ოფიციალურად ჩაიბარა.
რაც შეეხება უკვე ყოფილ მწვრთნელს ოთარ გაბელიას, ინალიშვილის თქმით,
მან გუნდი დატოვა.
"ჩვენ გაბელიას სპორტული დირექტორობა შევთავაზეთ, თუმცა მან ამ
წინადადებაზე უარი განაცხადა", - უთხრა რადიო "ათინათს"
ინალიშვილმა.
გასულ კვირას კლუბის 51% წილის მეპატრონე უკრაინელი ინვესტორები
გახდნენ. მათ გუნდი მმართვის უფლებით გადაეცათ. კლუბის დანარჩენი წილი
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის მერიის საკუთრებაში რჩება.
ვლადიმერ ლიუტი, ს.კ. "ზუგდიდი"-ს ფეხბურთელებს, რუხის ბაზაზე
ავარჯიშებს.
მასალის გამოყენების პირობები