დე ფაქტო აფხაზეთის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა თემურ ეშბამ,
ოჩამჩირის რაიონის სოფელ კინდღში თაფლის გადამამუშავებელი მინი-
ქარხნის
მშენებლობის აღდგენის შესახებ განაცხადა. მისი თქმით, მშენებლობა მას
შემდეგ განახლდა, რაც ორი კვირის წინ, 4 მილიონ 300 ათასი რუბლის
ოდენობის ტრანში დაირიცხა. პროექტის საერთო ღირებულება 19 მილიონი
რუბლია.
"შემოდგომის ბოლოსთვის სამშენებლო სამუშაოების დასრულება იგეგმება,
უკვე მიღწეულია შეთანხმება კრასნოდარის მხარის სპეციალისტებთნ,
ქარხნის სერტიფიცირების თაობაზე", - განაცხადა ეშბამ. მან აღნიშნა,
რომ წელს აფხაზეთში თაფლის კარგი მოსავალია.
მასალის გამოყენების პირობები