რაულ ხაჯიმბამ მინისტრების დანიშვნის შესახებ ბრძანებულებებს მოაწერა
ხელი. დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტის პრეს-სამსახურის
ინფორმაციით, შრომის,
დასაქმების და სოციალური უზრუნველყოფის მინისტრად რუსლან აჯბა
დაინიშნა, კულტურისა და ისტორიულ-კულტურული მემკვიდრეობის დაცვის
მინისტრად -ელვირა არსალია, საგანგებო სიტუაციების მინისტრად - ლევ
კვიცინია, თავდაცვის მინისტრად - მერაბ ქიშმარია, კურორტებისა და
ტურიზმის მინისტრად - ავთანდილ ღურწკია.
მასალის გამოყენების პირობები