შს სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს მაშველებმა
სვანეთში, თეთნულზე მყოფი გერმანელი და ებრაელი ტურისტები იპოვეს.
არსებული ინფორმაციით, მწვერვალ თეთნულდის მიმართულებით მიმავალი 2
ტურისტი სამი დღის განმავლობაში კონტაქტზე აღარ გამოდიოდა.
"სამძებრო-სამაშველო ღონისძიებაში დაუყოვნებლივ ჩაერთო განსაკუთრებულ
საგანგებო სიტუაციებზე რეაგირების სამმართველოს მაშველთა ჯგუფი და
შსს-ს სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი. უცხოელი ტურისტების პოვნა და
მათი უსაფრთხო ადგილზე გადმოყვანა დროულად მოხერხდა", - აცხადებენ
სამინისტროში.
შსს ინფორმაციით, საგანგებო სიტუაციების მაშველებმა მიმდინარე წელს,
მთაში წარმატებით ჩატარებული სამძებრო-სამაშველო ღონისძიებების
შედეგად, 30-მდე ტურისტის გადარჩენა შეძლეს.
მასალის გამოყენების პირობები