კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრები ბავშვები სურამიდან ჩამოვიდნენ (ვიდეო)
16:16 / 27.08.2016
აფხაზეთსა და ზუგდიდის რაიონის კონფლიქტისპირა სოფლებში მცხოვრები
თხუთმეტი ბავშვი სურამიდან დღეს
ჩამოვიდა. მათ მუნიციპალიტეტის გამგეობის შენობის წინ სოციალური
სამსახურის უფროსი გოგი რევია და ასოციაცია „იმედი- დევნილ ქალთა
მოძრაობა" ხელმძღვანელი ქრისტინა კილანავა დახვდნენ. მოზარდები
კურორტზე 10 დღის განმავლობაში მშობლებისა და პედიატრის თანხლებით
იმყოფებოდნენ.
ასოციაციის პროექტში, რომელიც გამგეობის ფინანსური მხარდაჭერით
ხორციელდება, ის ბავშვები მოხვდნენ, რომლებსაც სასუნთქი გზების
პრობლემები აქვთ.
აღნიშნული ღონისძიება ადგილობრივი ბიუჯეტიდან 6000 ლარით
დაფინანსდა.
ზუგდიდის ბიუჯეტში არსამთავრობო ორგანიზაციებისთვის, რომლებიც მსგავს
პროექტებს განახორციელებენ, 60 ათასი ლარია გათვალისწინებული.
პროგრამის მიზანია სოციალურად დაუცველი ოჯახების, დედ-მამით ობოლი
ბავშვების, მრავალშვილიანი ოჯახებისა და სხვა მოწყვლადი ჯგუფების
საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესება.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
თოვლის და ზვავსაშიშროების გამო, შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის საავტომობილო გზის კმ185-კმ192 (უშგული-ლასდილი) მონაკვეთზე, დროებით იზღუდება ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
ზუგდიდის შოთა მესხიას სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტების ნაწილი, რომლებიც 6 ღამეა უნივერიტეტის ფოიეში საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებს, ხვალ, 25 ნოემბერს, თბილისში დაანონებულ აქციას შეუერთდებიან.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები