ზუგდიდში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა მონუმენტი გაიხსნა (ვიდეო)
10:18 / 31.08.2016
ზუგდიდში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა საერთაშორისო დღე აღნიშნეს. ამ
დღესთან დაკავშირებით ენგურქაღალდკომბინატში უგზო-უკვლოდ დაკარგულთა
მემორიალი გაიხსნა. მონუმენტთან დაკარგულთა ოჯახის წევრები,
არასამთავრობო სექტორისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები
შეიკრიბნენ.
მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს ის ადამიანები, რომლებიც 1992 წლიდან
დღემდე, შეიარაღებული კონფლიქტის დროს დაიკარგნენ.
საქართველოში 1990-იანი წლებისა და 2008 წლის აგვისტოს შეიარაღებული
კონფლიქტების შედეგად დაკარგულად 2300-ზე მეტი პირი ითვლება. 30
აგვისტო მსოფლიოში 1983 წლიდან, ხოლო საქართველოში 2011 წლიდან
აღინიშნება.
დღევანდელ დღესთან დაკავშირებით გამართული ღონისძიებები უგზო-უკვლოდ
დაკარგულ პირთა ოჯახების, წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტისა და
ახალგაზრდა ფსიქოლოგთა ასოციაცია „ქსენონის“ მხარდაჭერით მოეწყო.
მსგავსი ღონისძიებები საქართველოს ხუთ ქალაქში გაიმართა.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
სამეგრელოში ბურთით თამაში, სახელად ბურთუა, საუკუნეების განმავლობაში პოპულარული გახლდათ. მას თამაშობდნენ ბავშვები და დიდები, სხვადასხვა წესებითა და ფორმით — ხელით, ფეხით, ჩოგნითაც. ლელო ბურთი, ტანტრაცილიკი, ჭარკინუა და სხვა თამაშები დღესასწაულებზე ტარდებოდა და მთელ სოფელს აერთიანებდა.
დღევანდელ გადაცემაში საუბარია მეგრულ ტრადიციულ გართობასა და თამაშებზე – როგორ აერთიანებდნენ ფიზიკურ სიმარდეს, გონიერებასა და გუნდურობას მარულა-ჯირითში, ქუდობაიაში, ჭიდაობასა და სხვა სახალხო თამაშებში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები