აფხაზური მედიის ინფორმაციით, დე-ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ
ხაჯიმბამ ხელი მოაწერა ბრძანებას სახელმწიფო კომიტეტების
თავმჯდომარეების დანიშვნის
შესახებ. ქონების მართვის და პრივატიზაციის ე.წ. სახელმწიფო
კომიტეტს ვახტანგ ფიფია უხელმძღვანელებს, ახალგაზრდული
პოლიტიკის კომიტეტს - ალიას ავიძბა, ხოლო
ფიზიკური კულტურისა და სპორტის კომიტეტს - ბაგრატ ხუტაბა.
მასალის გამოყენების პირობები