"ირაკლი ალასანია - თავისუფალი დემოკრატების" ქალაქ ზუგდიდის
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა წინასაარჩევნო შეხვედრები
ოფიციალურად
დაიწყო.
ჩიქოვანი არაგვისპირელის, ვაჟა-ფშაველას, როგავასა და ჭალადიდელის
მოსახლეობას შეხვდა და მათ წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.
"ჩემთვის უმთავრესი ამოცანა არის ის, რომ ზუგდიდს ჰყავდეს გაცილებით
უკეთესი, ძლიერი და გამოცდილი წარმომადგენელი საქართველოს პარლამენტში
ჩემი სახელით და მათ ვპირდები, რომ მათ თითოეულ ინტერესს დავიცავ
ბოლომდე მთელი ჩემი პროფესიონალიზმით და გამოცდილებით. ზუგდიდი
აუცილებლად იქნება მსოფლიოს ტერიტორიულ რუკაზე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი
წერტილი", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა და დასძინა, რომ ზუგდიდში
შეიქმნება ბიზნესისა და განათლების ხელშეწყობის ცენტრი.
მაჟორიტარობის კანდიდატმა მოსახლეობის შეკითხვებსაც უპასუხა.
მასალის გამოყენების პირობები