ძლიერმა წვიმამ სენაკის მუნიციპალიტეტი დააზარალა (ვიდეო)
17:26 / 01.09.2016
სენაკის სოფლებში ძლიერი წვიმის შედეგად საცხოვრებელი სახლები
დაიტბორა. რამდენიმე უბანი ცენტრალურ გზასაა მოწყვეტილი. დაზიანებულია
სოფლის შიდა გზები და ხიდბოგირები.
დაზარალებული ოჯახები სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორმა ლევან
შონიამ სენაკის გამგებელთან ერთად დაათვალიერა. სახელმწიფო რწმუნებული
აღდგენითი სამუშაოების მიმდინარეობას პირადად გაეცნო.
სენაკში საგანგებო შტაბია შექმნილი, რომელსაც მუნიციპალიტეტის
გამგებელი ხელმძღვანელობს. შტაბში ადგილობრივი ხელისუფლების და
სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები არიან შესული.
სტიქიის ზონაში დამთვლელი სპეციალური კომისია მუშაობს, რომელიც
მიყენებულ ზარალს ითვლის. მონაცემების დაჯამებისთანავე ინფორმაცია
მთავრობაში გაიგზავნება, რის შემდეგაც დაზიანებული ინფრასტრუქტურა
აღდგება.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
ზუგდიდის ბულვარში, ზვიად გამსახურდიას ბიუსტთან, აქცია მიმდინარეობს. იქ შეკრებილი მოქალაქეები საპარლამენტო არჩევნების შედეგებს აპროტესტებენ და ხელახალი არჩევნების ჩატარებას მოითხოვენ.
აფხაზი ოპოზიციონერები მოითხოვენ, რომ დე ფაქტო რესპუბლიკის ე.წ. პარლამენტმა განსახილველად გაიტანოს და „წერტილი დასვას“ რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების საკითხში.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები