მოლდოვის პოლიციამ კიშინიოვის აეროპორტში დე ფაქტო აფხაზეთის საგარეო
საქმეთა მინისტრი დააკავა, რომელიც დნეპრისპირეთის
ხელისუფლების მიწვევით სეპარატისტულ რესპუბლიკაში მიემგზავრებოდა.
მოგვიანებით, სამართალდამცველებმა ქვეყნიდან ოლეგ არშბას დეპორტი
მოახდინეს.
ინცინდენტთან დაკავშირებით, მოლდავეთის დნეპრისპირეთის რესპუბლიკის
საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოლდოვის ხელისუფლების ქმედებებთან
დაკავშირებით, განცხადება გააკეთა.
განცხადებაში აღნიშნულია: „მოლდოვის მხარის მსგავსი დემარშები ხელს
ვერ შეუშლის დნეპრისპირეთის ურთიერთობების განვითარებას მოძმე
სახელმწიფოებთან, მათ შორის, აფხაზეთის რესპუბლიკასთან".
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო უწყებამ შეშფოთება გამოთქვა
მოლდოვის მხარის ქმედებებთან დაკავშირებით.
მასალის გამოყენების პირობები