მამუკა წოწერია: თქვენი მხარდაჭერა ჩემს პასუხისმგებლობას უფრო ზრდის (ვიდეო)
12:57 / 02.09.2016
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრს მამუკა წოწერიას
უფლებამოსილება შეუწყდა. შესაბამის საკითხს საკრებულოს
დღევანდელ სხდომაზე უყარეს კენჭი. წოწერიამ საკრებულოს, მათ შორის,
ოპოზიციური პარტიის წევრებს თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა და
აღნიშნა, რომ მისი მუშაობა გამგებლის მოადგილის თანამდებობაზე ასევე
ღია და საქმიანი იქნება. ის საკრებულოში სოფელ ოქტომბერის
მაჟორიტარი დეპუტატი იყო "ქართული ოცნებიდან".
"ყველასგან ვგრძნობ უდიდეს მხარდაჭერას და კეთილგანწყობას, რაც უფრო
მავალდებულებს და ზრდის ჩემს პასუხისმგებლობას", - აღნიშნა
წოწერიამ.
საკრებულოს აპარატის უფროსის ნატალია პაპასკირის განმარტებით,
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილებიდან გამომდინარე, სოფლებში - დავითიანი
და ოქტომბერი - საჭირო იქნება შუალედური არჩევნების ჩატარება,
რომლის შესახებ გადაწყვეტილებას ცესკო მიიღებს.
ცნობისთვის, მამუკა წოწერია ზუგდიდის გამგებლის მოადგილედ რამდენიმე
დღის წინ დაინიშნა. 8 ოქტომბრის შუალედურ არჩევნებამდე წოწერიას
გამგებლის ფუნქციების შესრულებაც მოუწევს.
ყოფილმა გამგებელმა ედიშერ თოლორაიამ თანამდებობა 9 აგვისტოს დატოვა.
იგი მმართველი პარტიიდან მუნიციპალიტეტის მაჟორიტარი დეპუტატობის
კანდიდატია. გამგებლის მოადგილე გიზო სართანია კი თამამდებობას,
სავარაუდოდ, დღეს დატოვებს. ის მმართველი პარტიიდან "პატრიოტთა
ალიანსში" გადავიდა და გამგებლობისთვის სწორედ ამ პარტიის
სახელით იბრძოლებს.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები