სოხუმის დელეგაცია მთიან ყარაბაღში საზეიმო ღონისძიებას დაესწრო
საზეიმო მსვლელობაში, რომელიც მთიანი ყარაბაღის დამოუკიდებლობისთვის
მებრძოლთა ხსოვნას მიეძღვნა, სოხუმიდან ჩასული დელეგაციაც
მონაწილეობდა.
აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე
კან ტანიამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე ამ შეხვედრის ამსახველი
ფოტომასალა გამოაქვეყნა.
ღონისძიებას სომხეთის პრეზიდენტი სერჟ სარგისიანიც დაესწრო.
აფხაზური მედიის ინფორმაციით, სტეპანაკერტში ასევე იმყოფებიან სამხრეთ
ოსეთის და დნესტრისპირეთის დელეგაციების წარმომადგენლები.
ცნობისთვის, სომხეთს აფხაზეთის დამოუკიდებლობა არ უღიარებია.
მასალის გამოყენების პირობები