ბიძინა ივანიშვილი ზუგდიდიდან ხმაურის ფონზე გააცილეს (ვიდეო)
14:44 / 08.09.2016
ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის
რეგიონული მედიის წარმომადგენლებთან შეხვედრა ხმაურის ფონზე
მიმდინარეობდა.
ზუგდიდში, კომბინატის კულტურის სახლთან, „ამი-2014“ -ის 20-მდე მუშა,
"ნაციონალური მოძრაობის" წევრები და მათი მხარდამჭერები ივანიშვილთან
შეხვედრას ითხოვდნენ, თუმცა, სამართალდამცავებმა მათ ამის საშუალება
არ მისცეს. თავის მხრივ, ყოფილი პრემიერი აქციის მონაწილეებს არ
შეხვდა, თუმცა ჟურნლისტებთან საუბარში აღნიშნა, რომ ამ საკითხით
დაინტერესდებოდა.
„კარგი იქნება, თუ ვინმე მისამართს ან ტელეფონს გაიგებს,
გავერკვევი და მეც ვიკითხავ, რატომ არ მისცეს ხელფასი ამ ადამიანებს“,
- განაცხადა ივანიშვილმა.
შეხვედრიდან გამოსულმა ექს-პრემიერმა აქციის მონაწილეებს მიმართა და
თქვა, რომ მათ სააკაშვილმა მხოლოდ ტყუილები ასწავლა.
„ამი-2014“ მუშები კუთვნილი ხელფასის მოთხოვნით საპროტესტო აქციებს
პერმანენტულად მართავდნენ. მათ ადგილობრივი ხელისუფლების
წარმომადგენლებიც რამდენჯერმე შეხვდნენ. მიუხედავად ზემოთ
აღნიშნულისა, მუშებს ხელფასების დიდი ნაწილი არ მიუღიათ.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები