ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლობის კანდიდატად მმართველმა პარტიამ
საკრებულოს თავმჯდომარე ლაშა გოგია წარადგინა.
კანდიდატი წინასაარჩევნო
კამპანიაში ოფიციალურად ხვალიდან ჩაერთვება. ინფორმაციას ამის შესახებ
„ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბი ადასტურებს.
ლაშა გოგია ზუგდიდის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარედ 2014
წლის 14 ივლისს აირჩიეს.
მასალის გამოყენების პირობები