რეგიონი
წელს პირველად „ზუგდიდობა“ აღინიშნება
10 სექტემბერს პირველად „ზუგდიდობის“ სახალხო დღესასწაული გაიმართება. ქალაქს აქამდე საკუთარი დღესასწაული არ ჰქონია. ზუგდიდქალაქობა განსაკუთრებულად აღინიშნება, ქალაქის რამდენიმე ადგილას სხვადასხვა კულტურული და სპორტული ღონისძიება გაიმართება.

„ზუგდიდობა 2016“ საზეიმო თეატრალიზებული მსვლელობით 12:00 საათზე გაიხსნება. მთელი დღის განმავლობაში ცენტრალურ ბულვარში ხალხური რეწვის ნიმუშები, ზუგდიდელ მხატვართა ნამუშევრები და ქალაქის ისტორიული ფოტოები გამოიფინება.

12:00 საათიდან 17:00 საათამდე ცენტრალურ ბულვარში, სხვადასხვა ადგილას ფოლკლორული და საბავშვო ანსამბლების კონცერტები გაიმართება.

„ზუგდიდობაზე“ თეატრალური წარმოდგენებით გაცოცხლდება ეკატერინე ჭავჭავაძის ჩამობრძანება, მთვარის მოტაცება, ასევე წარმოდგენილი იქნება ბერტა ფონ ზუტნერი და იოანე მეუნარგია. თეატრალური წარმოდგენები დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექურული მუზეუმის ეზოში 13:00 საათიდან დაიწყება.

საპატიო სტუმრების მიღების ცერემონიალი, ზუგდიდში დადიანების სასახლეთა ეზოში 16:00 საათზე გაიმართება. პირველ "ზუგდიდობას" მთავრობის წევრები, პარლამენტარები და სხვადასხვა ქვეყნის ელჩები დაესწრებიან.

ზუგდიდის ცენტრალურ ბულვარში 16:00 საათზევე რეზო ბულიას სახელობის ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ჩელას“ვარსკვლავი გაიხსნება. ზუგდიდის ბულვარში ეს პირველი ვარსკვლავი იქნება.

16:15 საათზე დადიანების სასახლეთა ისტორიულ-არქიტექტურული მუზეუმის ეზოში სიმებიანი კვარტეტის კონცერტი დაიწყება.

17:00 საათზე კი საპატიო ზუგდიდელის დაჯილდოების საზეიმო ცერემონიალი და კონცერტი „ზუგდიდობა 2016“ - დადიანების სასახლეთა ეზოში გაიმართება. სადაც მონაწილეობას დავით ევგენიძე, ლიზა ბაგრატიონი, ნატო მეტონიძე და ანსამბლი „ოდოია“ მიიღებენ. საღამოს წამყვანები ეკა ხოფერია, ლევან ხურცია და მირიან ჯეჯელავა იქნებიან.

21:00 საათზე კი „CHECK IN GEORGIA“-ს ფარგლებში ზუგდიდის ცენტრში კონცერტი გაიმართება, რომელშიც მონაწილეობას ქართული ნაციონალური ბალეტი „სუხიშვილები“, ელენე ფოჩხუა, თემო საჯაია, სოფო ბედია, ბორის ბედია და ანსამბლი „ფორტე“ მიიღებენ.

"ზუგდიდობის" ორგანიზატორი ქალაქ ზუგდიდის მერია და მუნიციპალიტეტის გამგეობა არიან. "ზუგდიდობა 2016"-ის მთავრი რეჟისორი ბასა ფოცხიშვილია.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.