"ქართული ოცნების" ზუგდიდის შტაბში კანდიდატები წარადგინეს (ვიდეო)
13:06 / 13.09.2016
„ქართული ოცნების“ ოფისში ზუგდიდის მუნიციპალიტეტის
გამგებლობის კანდიდატი ლაშა გოგია ოფიციალურად
წარადგინეს. ამასთანავე, მმართველ
პარტიაში საკრებულოს შუალედურ არჩევნებზე "პრესოვკა-მახარაძის" უბნის
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად თაზო ფაცაცია
დაასახელეს.
ისინი „ქართულო ოცნების“ ზუგდიდის შტაბის უფროსმა ლაშა გვასალიამ
წარადგინა და მათ პიროვნულ ღირსებებზე ისაუბრა. თავის მხრივ,
კანდიდატებმა წინასაარჩევნო დაპირებებზე ისაუბრეს და აღნიშნეს, რომ
მოგების შემთხვევაში დაწყებულ საქმეებს დაასრულებენ და მოსახლეობასთან
მუდმივი კომუნიკაცია ექნებათ.
გოგიას და ფაცაციას წარდგენაზე იმყოფებოდნენ ქალაქ ზუგდიდისა და
ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მაჟორიტარობის კანდიდატები მერაბ
ქვარაია და ედიშერ თოლორაია.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები