შალვა ნათელაშვილმა სამეგრელოში კანდიდატები წარადგინა (ვიდეო)
17:22 / 14.09.2016
“საქართველოს ლეიბორისტული პარტიის” ლიდერმა
შალვა ნათელაშვილმა ენგურის ხიდზე სენაკის, ფოთისა
და წალენჯიხა-ჩხოროწყუს მაჟორიტარი
დეპუტატობის კანდიდატები წარადგინა. წალენჯიხა-ჩხოროწყუს
მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად - ნინო სამუშია,
სენაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად - თამაზ
ბოჯგუა, ფოთის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად კი
ზურაბ ლომია დასახელდა. მან ასევე “ლეიბორისტული
პარტიის” კოორდინატორები აფხაზეთის რაიონებსა და ქალაქებში
დანიშნა.
შეკრებულ მოსახლეობას შალვა ნათელაშვილმა აფხაზეთში დაბრუნების პირობა
მისცა. მან ასევე აღნიშნა, რომ 23 წლიანი ტრაგედიის შემდეგ, ენგურის
ხიდზე პირველად შეიკრიბა ამდენი ქართველი.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები