ზუგდიდის აეროპორტის მშენებლობა მომავალ
წელს დაიწყება, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი
კვირიკაშვილმა ქვეყნის სივრცითი
მოწყობის პროექტის პრეზენტაციაზე განაცხადა. მისი
განმარტებით,ტურიზმის ხელშეწყობის მიზნით, აუცილებელია მოხდეს ამ
მიმართულებით დივერსიფიკაცია და რეგიონების აეროპორტების
განვითარება.
„ვინაიდან ტურისტთა რაოდენობა უშუალოდ დამოკიდებულია პირდაპირი
რეისების რაოდენობაზე, ფრენების გეოგრაფიასა, სიხშირეზე და
ავიაბილეთების ხელმისაწვდომობაზე, ჩვენ ძალიან ინტენსიურად ვმუშაობთ
ამ მიმართულებით. დღეისთვის საჰაერო გზით ჩამოსულ ტურისტთა ძირითადი
რაოდენობა მოდის თბილისის აეროპორტზე. ჩვენი ამოცანაა, ამ
მიმართულებით მოხდეს დივერსიფიკაცია და განვავითაროთ დანარჩენი
აეროპორტები“, - აღნიშნა მან.
მასალის გამოყენების პირობები