ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარე დე ფაქტო აფხაზეთის პრემიერ -
მინისტრს შეხვდა. თომას ჰამარბერგმა ბესლან ბარციცს აცნობა,
რომ ევროკავშირის დაკვეთით, გაერო და ეუთო აფხაზეთში ადამიანის
უფლებების შესახებ მოხსენებას მოამზადებენ.
"ჩვენ განვიხილავთ ამას, როგორც უნიკალურ შესაძლებლობას, რადგან ეს
არის ამ ტიპის მოხსენების მომზადების პირველი მცდელობა", – აღნიშნა
ევროპელმა ომბუდსმენმა.
მისი განმარტებით, პროექტის მიზანია, აფხაზეთში ადამიანის უფლებებთან
დაკავშირებით არსებული სიტუაციის შესწავლა და ობიექტური აღწერა.
ასევე, არსებული პრობლემების გადასაწყვეტად რეკომენდაციების
შემუშავება.
ბესლან ბარციცმა განაცხადა, რომ რომ დე ფაქტო ხელისუფლება ღიაა
დიალოგისთვის და ხაზი გაუსვა იმ ფაქტს, რომ "ხშირად, ქვეყანაში
განვითარებულ მოვლენებს ევროკავშირი არაობიექტურად აფასებს".
მასალის გამოყენების პირობები