რეგიონი
ენგურჰესის თაღოვან კაშხალს ორი უწყების მინისტრი ეწვევა
საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიცირებითა და სხვადასხვა უწყებასთან თანამშრომლობით, უახლოეს მომავალში ენგურის კაშხლის მიმდებარედ დაგეგმილია ტურისტულად მიმზიდველი კულტურული საიტის მოწყობა, მუზეუმითა და ვიზიტორთა ცენტრით.

საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი მიხეილ გიორგაძე, ენერგეტიკის მინისტრთან ილია ელოშვილთან და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალურ დირექტორთან ნიკოლოზ ანთიძესთან ერთად, ენგურჰესის თაღოვან კაშხალს ეწვევა.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკოლოზ ანთიძე მინისტრებს ძეგლის განვითარების კონცეფციას წარუდგენს, რომელიც ესტონელი ექსპერტების - ოტტ სარაპუუსა და ანდრიუს კირესაარის დახმარებით შემუშავდა.


მნიშვნელოვანია, რომ ენგურჰესის დიდი ნაწილი აფხაზეთის მხარეს ეკუთვნის, რაც შესაბამისი დიალოგის შედეგად, შესაძლოა, საერთო მსჯელობის საგანი გახდეს - სათანადო კეთილმოწყობისა და დოკუმენტალურად მომზადების შემთხვევაში, ენგურჰესის უნიკალურ კაშხალს უდიდესი პოტენციალი გააჩნია იმისთვის, რომ მომავალ წლებში თავისი კუთვნილი ადგილი UNESCO-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხაში დაიკავოს.

საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ინიცირებითა და საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით, ასევე, საქართველოს ენერგეტიკის სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობის შედეგად, ენგურჰესის თაღოვან კაშხალს ეროვნული კატეგორიის ძეგლის სტატუსი საქართველოს მთავრობის 2015 წლის 4 სექტემბრის დადგენილებით მიენიჭა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.