საქართველოს სახალხო დამცველი ზუგდიდს ესტუმრა (ვიდეო)
11:15 / 21.09.2016
უჩა ნანუაშვილმა ადგილობრივ არასამთავრობო და საერთაშორისო
ორგანიზაციის წარმომადგენლებს სამეგრელოსა და აფხაზეთის გამყოფ
ხაზზე
მცხოვრები მოსახლეობის მდგომარეობასა და უსაფრთხოებაზე ანგარიში
წარუდგინა.
მან ასევე განიხილა სოფლების ხურჩის, ფახულანისა და წყოუშის
მოსახლეობის უფლებრივი მდგომარეობა.
სახალხო დამცველმა კონფლიქტით დაზარალებულთა უფლებების დასაცავად და
სოციალური ინფრასტრუქტურის მოსაწესრიგებლად რეკომენდაციით შესაბამის
სტრუქტურებს მიმართა.
„უფრო მეტი პროგრამა უნდა მომზადდეს და განხორცილდეს, რომ იქ
მცხოვრები მოსახლეობა დაკავდეს, მათი უსაფრთხოება და უფლებები იყოს
დაცული“, - თქვა ნანუაშვილმა.
მან დემურ სტურუას საქმეზე დაკავებულ გოდერძი თევზაძეზეც ისაუბრა.
„უახლოეს დღეებში მოვახერხებ მასთან შეხვედრას. მეც მინდა მისგან
გარკვეული ინფორმაციის მიღება“, - აღნიშნა სახალხო დამცველმა.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
აფხაზეთის თვითაღიარებული რესპუბლიკის ეკონომიკის ყოფილმა „მინისტრმა“ და ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერმა, ადგურ არძინბამ განაცხადა, რომ დე ფაქტო რესპუბლიკა შეიძლება გახდეს რუსეთ-ბელორუსის საკავშირო სახელმწიფოს ერთიანი ვალუტის საცდელი ადგილი. ამის შესახებ მან რუსულ РБК - სთვის მიცემულ ინტერვიუში ისაუბრა.
„ახლა აფხაზეთში არ ვარ, რამდენიმე დღით მიფრინავ მოსკოვში“, - ამის შესახებ რუსულ „ტასს“ დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა „პრეზიდენტმა“ ასლან ბჟანიამ განუცხადა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები