მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში კრებულის „ახალი სახეები“ მეორე
ნომრის პრეზენტაცია გაიმართა. პროექტში, რომელიც ორი წლის წინ
დაიწყო, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სკოლების მოსწავლეები
მონაწილეობენ. კრებულში წარმოდგენილია მათი სხვადასხვა სახის
მხატვრული ნამუშევარი. წიგნისთვის ილუსტრაციები სამხატვრო სკოლის
მოსწავლეებმა შექმნეს. პროექტის ხელმძღვანელი მედეა თორიაა, რედაქტორი
კი - ნანი მოსიძე. კრებული ზუგდიდის მერიის ფინანსური მხარდაჭერით
გამოიცა.
"მინდა, სიხარულით აღვნიშნო, რომ პრეზენტაცია პირველად ტარდება
განახლებულ მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეში", - დასძინა მედეა
თორიამ.
პრეზენტაციას პროექტის მონაწილეები, მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლისა
და ზუგდიდის მერიის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები