რადიო „ათინათის“ თოქ-შოუ
„კანდიდატში“
ლევან კონჯარიამ „ენმ“-ის სარჩევნო პროგრამასა და ზოგადად,
წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრა.
მან წამყვანებისა და მსმენელების კითხვებს უპასუხა.
კონჯარიამ ყოფილი ხელისუფლების დროს დაწყებულ პროექტებსა და
სხვადასხვა სოციალურ პრობლემაზე გაამახვილა ყურადღება.
ამავე დროს, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა საკუთარი და
პარტიის საარჩევნო მოლოდინებთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ
გამარჯვებაში დარწმუნებულია.
„
მეორე ტურს არ ველოდები. ჩვენ დავიცავთ საკუთარ
ხმებს“, - აღნიშნა კანდიდატმა.
მასალის გამოყენების პირობები