რეგიონი
ბიძინა ივანიშვილი აფხაზურ მხარეს საქმიანი წინადადებით მიმართავს
საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილი აფხაზეთის მოსახლეობას მაღალი კლასის სასტუმროსა და ბოტანიკური ბაღის მშენებლობას სთავაზობს. მან ამის შესახებ დღეს ქვემო ქართლში, რეგიონულ მედიასთან შეხვედრაზე, ისაუბრა.

"დღეს განმუხურში გაიხსნება მშენებლობა. იქ თანაინვესტირების ფონდის დაფინანსებით აშენდება უნიკალური სასტუმრო, ყველაზე მაღალი ხაზის. სასტუმროს უკან აშენდება ბოტანიკური ბაღი, რომელსაც ფონდი "ქართუ" დააფინანსებს. ამასთან დაკავშირებით მინდოდა შეთავაზება გამეკეთებინა ჩვენი აფხაზი ძმებისთვის, რომ გამყოფ ხაზს იქითაც ვთავაზობ საქმიან წინადადებას, რომ ასეთივე კლასის სასტუმროს ავაშენებდი, თუ მათი კეთილი ნება იქნება და ასევე, გავაგრძელებდი ბოტანიკურ ბაღს გამყოფ ხაზს იქით. მოგება მოხმარდებოდა ადგილობრივი ინფრასტრუქტურის განვითარებას. ამით მინდოდა ჩემი წვლილი შემეტანა ჩვენი ურთიერთობის აღდგენაში და გარკვეული საფუძველი ჩაყროდა ნდობის აღდგენას", - განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

მისივე განცხადებით, იყო მცდელობა აფხაზური მხარისთვის ეს წინადადება მიეწვდინათ, თუმცა საპასუხო რეაქცია მისთვის უცნობია.

"მე არ ვფიქრობ, რომ ამას პოზიტიურის გარდა სხვა რაიმე შეფასებების მოჰყვეს", - დასძინა ივანიშვილმა.

Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.