,,ენმ'': დიფერენცირებულ დაჯარიმებაში პატრულიც ჩაერთო და პოლიტიზირებული გახდა (ვიდეო)
14:08 / 26.09.2016
ზუგდიდში მე-2 საჯარო სკოლის წინ სატვირთო ავტომობილი, რომელსაც
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის"
დღევანდელი შეკრებისთვის სცენის მოსაწყობად საჭირო კონსტრუქცია
მოჰქონდა, პატრულმა 50 ლარით დააჯარიმა. „ენმ"-ის ზუგდიდის შტაბის
ხელმძღვანლის ლაშა დამენიას განცხადებით, ქალაქის მერია მათ
მიზანმიმართულად უშლის ხელს პარტიული შეკრების ჩატარებაში.
„აკრძალულიაო ამ ტერიტორიაზე მანქანის შემოყვანა, მაშინ მაჩვენონ
ზუგდიდობის დღესასწაულზე რის საფუძველზე დართეს თავად ნება აქ
მანქანების გადაადგილებას. ზუგდიდობის დღესასწაულზეც იყო აქ სცენა
მოწყობილი“, - განაცხადა დამენიამ.
მისი თქმით, მერიამ მათ რეკომენდაციის წერილი გამოუგზავნა, რის
მიხედვითაც, სასწავლო პროცესის ხელის შეშლის თავიდან აცილების მიზნით
მათ ალტერნატიულ ფართს სკეიტ-პარკში სთავაზობენ, თუმცა, დამენის
თქმით, პარტია ამ რეკომენდაციას არ ითვალისწინებს.
თავის მხრივ, ვიცე-მერი გია გულორდავა პარტიისთვის ხელის შეშლის ფაქტს
უარყოფს და ამბობს , რომ "ენმ"-მ მათ განცხადებით 22 სექტემბერს
მიმართა. თავდაპირველად ეს დღე კვირა ეგონათ და დათანხმდნენ მეორე
სკოლის წინ შეკრების ჩატარებას, მაგრამ ვინაიდან ორშაბათ დღეს
დაემთხვა, გასცეს რეკომენდაცია, რათა სასწავლო პროცესს ხელი არ
შეშლოდა. რაც შეეხება დაჯარიმებას, ვიცე-მერის განცხადებით, ეს მერიის
კომპეტენციაში არ შედის.
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
„მე-16 ელემენტის" და „ნაციონალიზმისა და კონფლიქტის კვლევის ინსტიტუტის“ (ISNC) , “Digital Interaction for Peace” / DIP Project-ის ფარგლებში გადაიღეს დოკუმენტური ფილმი სახელწოდებით "თაობა კონფლიქტს მიღმა".
სურსათის უვნებლობა მოქალაქეების ჯანსაღი და უსაფრთხო ცხოვრების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. პროდუქტებში შემავალმა საკვებმა დანამატებმა და გენეტიკურად მოდიფიცირებულმა ორგანიზმებმა შეიძლება გავლენა იქონიონ ჩვენს ჯანმრთელობაზე. ზუგდიდში, სხვადასხვა ლოკაციაზე, მოქალაქეებს ვკითხეთ, ამოწმებენ თუ არა ვადებს და ეტიკეტს პროდუქტის შეძენისას.
აფხაზური ოპოზიცია ეხმიანება რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრის მოადგილის დიმიტრი ვოლვაჩის კომენტარს, რომლის თანახმადაც, „რუსეთ-აფხაზეთის საინვესტიციო შეთანხმებამ უნდა დაიცვას ინვესტორების უფლებები და კაპიტალი“.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები