პრემიერ-მინისტრი: ანაკლიის პორტი 3 წელიწადში დაიწყებს ფუნქციონირებას
გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე სხვადასხვა საკითხთან ერთად
ანაკლიის პორტზეც გაამახვილა ყურადღება.
მისივე თქმით, უკვე 2 წელია, ამ პროექტზე მუშაობა მიმდინარეობს და ის
ათასობით ადამიანს დაასაქმებს.
„ანაკლიის პორტი მთლიანად შეცვლის ქვეყნის როგორც სატრანზიტო
პოტენციალს, ასევე ეკონომიკურ ლანდშაფტს საქართველოში. ჩვენ ძალიან
დიდ იმედებს ვამყარებთ ამ პროექტზე“, - აღნიშნა
პრემიერ-მინისტრმა.
მასალის გამოყენების პირობები