რაულ ხაჯიმბა: ხმის მიცემა ძველი პასპორტებითაც იქნება შესაძლებელი
დე ფაქტო აფხაზეთის პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ, აფხაზური მედიის
წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა. ჟურნალისტების კითხვაზე,
მოასწრებენ
თუ არა ამომრჩევლები საპარლამენტო არჩევნებამდე ახალი პასპორტების
მიღებას, ხაჯიმბამ უპასუხა: "საუბარი ეხება პასპორტის ბლანკს, რომელიც
10 წლის ვადით გაიცემა. მისი ვადის ამოწურვის შემდეგ, ჩვენ შეგვიძლია
მივიღოთ პასპორტის იგივე ბლანკი. ამიტომაც, მე აქ ვერანაირ საფრთხეს
ვერ ვხედავ, არჩევნებთან დაკავშირებით".
რაც შეეხება ბინადრობის მოწმობის გაცემას, მისი თქმით, უახლოეს დროში,
ამ საკითხთან დაკავშირებით, საგანგებო სხდომა გაიმართება.
"სამწუხაროდ, პარლამენტში ვერ აცნობიერებენ, რომ მოსახლეობის დიდი
ნაწილი გალის, ტყვარჩელის და ოჩამჩირის რაიონში ცხოვრობს და მას ამ
სტატუსის (ბინადრობის უფლება) მიღება სურს", - განაცხადა რაულ
ხაჯიმბამ.
დე ფაქტო აფხაზეთში საპარლამენტო არჩევნები 2017 წლის მარტშია
დაგეგმილი.
მასალის გამოყენების პირობები