"საუნჯე" კომისიის თავმჯდომარეს საარჩევნო კანონდარღვევაში ადანაშაულებს (ვიდეო)
14:36 / 30.09.2016
ასოციაცია „საუნჯეს“ გამგეობის თავმჯდომარე
იაგო ფასანძემ,ზუგდიდის მე-5 საარჩევნო უბნის კომისიის თავმჯდომარის
ინეზა მურღულიას წინასაარჩევნო კამპანიაში მონაწილეობის შესახებ
განცხადება გაავრცელა. ფასანძის თქმით, კომისიის თავმჯდომარე 2016
წლის 19 და 27 სექტემბერს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო
ღონისძიებებში მონაწილეობდა. ამ ფაქტს იაგო ფასანძე კანონმდებლობის
უხეშ დარღვევად აფასებს და მიიჩნევს, რომ თავმჯდომარეს მოცემულ
შემთხვევაში გადაცდომის სიმძიმის ადეკვატური დისციპლინური სახდელის
უმკაცრესი ზომა უნდა დაეკისროს. საქართველოს საარჩევნო კოდექსის 79-ე
მუხლის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის მიღება
2000 ლარის ოდენობით ჯარიმას
ითვალისწინებს.
არასამთავრობო ორგანიზაცია „საუნჯე“, „სამოქალაქო საზოგადოების ცენტრი
- ნაბიჯი სამოქალაქო ინტეგრაციისკენ“ და „ჰელფინგ ჰენდი“ გმობს
ნებისმიერი საარჩევნო მოხელის მონაწილეობას წინასაარჩევნო აგიტაციაში
და მოუწოდებს საოლქო საარჩვენო კომისიას აღნიშნულთან დაკავშირებით
დროული და მკაცრი რეაგირება მოახდინოს.
თავის მხრივ, მე-5 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე უარყოფს მის
მიმართ გამოთქმულ ბრალდებებს და აცხადებს, რომ არათუ დაესწრო რომელიმე
შეხვედრას, არამედ, კომისიის წევრებსაც მოუწოდებს, თავი შეიკავონ
ყოველგვარი განცხადებისგან.რაც შეეხება 19 და 27 სექტემბრის
შეხვედრებს, მურღულიას განმარტებით, ის გადაცემა „ეტალონის“
დახურვასთან დაკავშირებით, წამყვან გოჩა ტყეშელაშვილს შეხვდა. მეორე
შემთხვევაში კი, სოზარ სუბარს წერილი გადასცა, რომელშიც ერთ-ერთი
საბავშვო ბაღის, მისი აღსაზრდელებისა და იქ მცხოვრები დევნილების
შესახებ წერს.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებულ 251 ოჯახს სახლებს შეუსყიდის. ამის შესახებ ინფორმაცია უწყებამ საკუთარ ვებ გვერდზე გამოაქვეყნა.
საქართველოს მოქალაქე ირაკლი ბებუა, რომელიც ოკუპირებული აფხაზეთის "ხელისუფლებამ" 2020 წელს დააკავა და ცხრა წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა, შესაძლოა 2025 წლის მარტში გაათავისუფლონ. ამის შესახებ რადიო
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები