დე ფაქტო აფხაზეთში თურქი ჟურნალისტების დელეგაცია ჩავიდა. მის
შემადგენლობაში თურქეთის საგარეო საქმეთა
მინისტრის პრეს - კონსულტანტი და ქვეყნის ჟურნალისტთა ფედერაციის
ხელმძღვანელი არიან.
ასევე, თურქული სატელევიზიო არხების ATV, სამაუწყებლო კორპორაციის
„TRT“ და ანკარის გამომცემლობის "Sabah Gazetesi" კორესპოდენტები.
„ნაშა აფხაზიას“ ინფორმაციით, შეხვედრაში მონაწილეობდნენ „თურქეთში
აფხაზეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს სრულუფლებიანი
წარმომადგენლობის" თანამშრომლები.
დელეგაცია დე ფაქტო რესპუბლიკის სავაჭრო - სამრეწველო პალატის
ხელმძღვანელმა გენადი გაგულიამ მიიღო.
მასალის გამოყენების პირობები