ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდინეძში
„ქართული ოცნებისა“
და „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებს შორის დაპირისპირება
მოხდა.
ნაცემია მმართველი პარტიის ახალგაზრდული ფრთის წევრები, რომლებიც
საავადმყოფოში გადაიყვანეს. მათ ამ წუთებში გამოკვლევები
უტარდებათ.
„ნაციონალურ მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ დაშავებულები არიან მათი
მხრიდანაც.
გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტი მაშინ მოხდა, როდესაც „ქართული
ოცნების“ აქტივისტები პარტიულ ფლაერებს არიგებდნენ.
როგორც
რადიო „ათინათს“ შსს-ში განუცხადეს,
აღძრულია სისხლის სამართლის საქმე 125-ე მუხლით, რომელიც ცემას
გულისხმობს.
მასალის გამოყენების პირობები