რეგიონი
"თავისუფალი დემოკრატების" ყოფილი და მოქმედი წევრები ერთმანეთს ტყუილში ადანაშაულებენ (ვიდეო)
"თავისუფალი დემოკრატების" ხობის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რამაზ ტყებუჩავა პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს ინგა ჩაგანავას არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებს. მისი თქმით, პარტია მხოლოდ ერთმა ადამიანმა დატოვა და ადგილობრივი ორგანიზაცია მუშაობას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს.

"ტყუილია ინფორმაცია, თითქოს "თავისუფალი დემოკრატები" 30 ადამიანმა დატოვა. ის, რაც "ქართულმა ოცნებამ" დადგა, იყო შოუ, ფარსი. თუ ვინ დატოვა პარტია, გარდა ერთი ადამიანისა, არცერთის ვინაობა არ დასახელებულა...ასევე, მინდა გითხრათ, რომ ჩაგინავა ბრიფინგის გამართვამდე რამდენიმე დღით ადრე გათავისუფლებული იყო დაკავებული თანამდებობიდან ", - თქვა დეპუტატობის კანდიდატმა და ხობის ორგნიზაციის ახალმა ხელმძღვანელმა რამაზ ტყებუჩავამ.

თავის მხრივ, ინგა ჩაგანავა აცხადებს, რომ პარტია 25-ზე მეტმა ადამიანმა ნამდვილად დატოვა და ამჟამინდელი მდგორმარეობა მისთვის უცნობია.

"გასული წლის ნოემბერში დავინიშნე ორგანიზაციის ხელმძღვანელად. პარტიაში ხალხი გავაწევრიანე, ვმუშაობდით...სწორედ იმ ადამიანებმა დატოვეს პარტია, რომლებიც აქტიურობდნენ და მუშაობდნენ", - უთხრა რადიო "ათინათს" ინგა ჩაგანავამ.

ცნობისთვის, პარტია "თავისუფალი დემოკრატების" ხობის რაიონული ორგანიზაციის უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ ინგა ჩაგანავამ 27 სექტემბერს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა, რომ მან გუნდის 30–მდე წევრთან ერთად პარტია დატოვა და "ქართული ოცნება - დემოკრატიულ საქართველოს" შეუერთდა.


Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.