რეგიონი
პორტის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდა (ვიდეო)
ანაკლიაში ღრმაწყლოვანი ნავსადგურის მშენებლობისა და ოპერირების შესახებ, საქართველოს მთავრობასა და "ანაკლიის განვითარების კონსორციუმს" შორის საინვესტიციო ხელშეკრულებას ხელი მოეწერა.

შეხვედრას, რომელიც მომავალი პორტის ტერიტორიაზე შედგა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, "ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებლები მამუკა ხაზარაძე და კურტ კონტი, ასევე ჰოლანდიური საზღვაო-საინჟინრო კომპანიის "Van Oord" რეგიონული დირექტორი გოვარტ ვან ოორდი დაესწრნენ.

დღესვე ხელი მოეწერა მეორე ხელშეკრულებას "ანაკლიის განვითარების კონსორციუმსა" და კომპანია "Van Oord" - ის შორის.


ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტი უმნიშვნელოვანესი ლოგისტიკური ცენტრი იქნება რეგიონში. მისი თქმით მშენებლობის პირველი ფაზა 580 მილიონ დოლარს მოიცავს. მან აღნიშნა, რომ პორტის ტერიტორიაზე აშენდება ტრენინგ ცენტრი, სადაც ადგილობრივი მცხოვრებლები გადამზადდებიან შემდგომში დასაქმების პერსპექტივით.

"ინვესტორი კომპანია ვალებულებას იღებს საკუთარი ხარჯებით ააშენოს ამბულატორია, საბავშვო ბაღი და ბიზნეს ცენტრი".

"ანაკლიის განვითარების კონსორციუმის" დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა, რომ დღეს ისტორიული დღეა, რადგან იწყება პორტის, ინდუსტრიული ზონის და ქალაქ ანაკლიის მშენებლობა. მან ასევე აღნიშნა, რომ ეს ყველაფერი ადგილობრივი მოსახლეობისა და აფხაზი ძმების კეთილდღეობისთვის კეთდება.

"ანაკლია 3 წელიწადში მიიღებს პანამაქსის ტიპის გემს".

"კონტი ჯგუფის" პრეციდენტის კურტ კონტის შეფასებით, ანაკლია ბიზნესის წარმოებისთვის კარგი გარემოა და პორტი საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობას უკეთესობისკენ შეცვლის.

"Van Oord"-ის რეგიონულმა დირექტორმა გოვერტ ვან ოორდმა იმ მიზეზებზე ისაუბრა, რის გამოც მისი კომპანია ანაკლიის პორტის მშენებლობის პროექტში ჩაერთო. საქართველოს ეკონომიკის განვითარებაში წვლილის შეტანის სურვილი, კარგი პარტნიორები და გუნდი, ასევე, რეგიონისა და პორტის უდიდესი პოტენციალი.

ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგური რამდენიმე ეტაპად აშენდება. პროცესი სულ 9 ფაზას მოიცავს. პორტის გამტარუნარიანობა, რომელიც 400 ჰექტარ ფართობზე შენდება, წელიწადში 100 მილიონი ტონა იქნება. პორტის ტერიტორია ანაკლიის განვითარების კონსორციუმს 52 წლიანი აღნაგობის ვადით გადაეცა.

პორტის მშენებლობისა და განვითარების ღირებულება 2.5 მილიარდ აშშ დოლარია. ნავსადგური 2020 წელს გაიხსნება.

ამავე თემაზე: 

ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის შესახებ ხელშეკრულება გაფორმდება
Print Email
FaceBook Twitter
დაფინანსებული

უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.

ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
სენადექსინი საფაღარათო საშუალებაა, რომელიც სინამაქის ფოთლების მშრალ ექსტრაქტს შეიცავს.
სტატია
დღის სიახლეები
14 / აგვისტო 2025
სამეგრელოში ცხენი მხოლოდ გადაადგილების საშუალება არ იყო ის ღირსების, ტრადიციის და რწმენის სიმბოლო გახლდათ.ბიჭისთვის ცხენზე პირველად ჯდომა კაცად გახდომის საწყისად ითვლებოდა.
14 / აგვისტო 2025
უმეტესობა ჩვენგანი სახლში ყოფნისას დღის უმეტეს ნაწილს მისაღებ ოთახში ატარებს.
14 / აგვისტო 2025
ბიზნესში რისკი ყოვლისმომცველი და გარდაუვალი ნაწილია. კომპანიები ყოველდღიურად აწყდებიან ოპერაციულ, ფინანსურ და სტრატეგიულ რისკებს.
დილის ჩართვა
ოდაბადეშ კინოხონი
14 / აგვისტო 2025
დადიანების სასახლეთა საგანძური
ჩვენი თვითმმართველობა
არქივი
«« აგვისტო 2025 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
ამინდი
ზუგდიდი 17 °C
img
სოხუმი 15 °C
img
ფოთი 15 °C
img
მესტია 5 °C
img
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.