პაპუნა კუკავა: გზაზე გადამეღობნენ, მირტყამდნენ და წასვლის საშუალება არ მომცეს (ვიდეო)
20:21 / 03.10.2016
“ნაციონალური მოძრაობის“ წევრი პაპუნა კუკავა დაკითხვაზე, დაახლოებით,
ორი საათის განმავლობაში იმყოფებოდა.
სამმართველოდან გამოსვლისას მან განაცხადა,
რომ ინციდენტის პროვოცირება „ქართული ოცნების“
აქტივისტებმა მოახდინეს.
„ე.წ. დაზარალებულმა დამადო ხელი, თითქოს, მე შეურაცხყოფა მივაყენე,
რაც აბსურდია. ასეთი შემთხვევა არ ყოფილა. მე უარვყავი ეს ყველაფერი.
დანარჩენს გამოძიება გვიჩვენებს“, - აღნიშნა კუკავამ. მისივე თქმით,
მას დაზიანებები აღენიშნება.
სამმართველოდან ისევ საავადმყოფოში გადაიყვანეს ლიკა დემეტრაძე.
დედის, მაკა კოდუას თქმით, დაშავებულს ტვინის შერყევა აქვს.
„ამ ეტაპზე გამოძიება მიმდინარეობს და მე ვერანაირ კომენტარს ვერ
გავაკეთებ. როგორც ვიცი, ამოიცნო ის ორი პიროვნება, ვისაც
აქვს ბრალი წაყენებული“, - თქვა მან.
„ქეა კავკასია“ ახორციელებს პროექტს ,,ფერმერთა საველე და ბიზნეს სკოლა“(FFBS), რომელიც მიზნად ისახავს მცირე და საშუალო მეწარმეების შემოსავლის, მოგებისა და მედეგობის გაზრდას, გენდერულად ტრანსფორმაციული და კლიმატ-
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები