გიზო სართანია: "ქართული ოცნება" ბინძური მეთოდებით გვებრძვის (ვიდეო)
16:32 / 04.10.2016
„საქართველოს პატრიოტთა ალიანსის“ გამგებლობის კანდიდატმა შუალედურ
არჩევნებზე, გიზო სართანიამ მმართველი
პარტია პლაკატების ჩამოხევასა და ხელის შეშლაში დაადანაშაულა. ამის
შესახებ მან პარტიის ზუგდიდის ოფისში ბრიფინგი გამართა. სართანიას
თქმით, ადგილობრივი მთავრობა ახალგაზრდებს ავალებს “პატრიოტთა
ალიანსის” პლაკატების ჩამოხევას, გადაღებვას და საკუთარი პლაკატების
გადაწებვას. ზემოთ აღნიშნული ფაქტების დამადასტურებელი ფოტოსურათები
გამგებლობის კანდიდატმა წარმოადგინა. მან კიდევ ერთხელ უარყო გუშინ
გავრცელებული ინფორმაცია მის გადადგომასთან დაკავშირებით და აღნიშნა,
რომ ჭორებს უვრცელებენ.
„იყენებენ ყველა საშუალებას და გვებრძვიან ბინძური მეთოდებით.
ბავშვებს ავალებენ ღამის სამ საათზე, წვიმიან ამინდში იარონ
მანქანებით და ხიონ ჩვენი პლაკატები. ჩვენ გვეგონა, რომ
დაგვიპირისპირდებოდა „ნაციონალური მოძრაობა“, მაგრამ შეიცვალა
ვითარება და გვიპირისპირდება „ქართული ოცნება“,-აღნიშნა
სართანიამ.
თავის მხრივ, „ქართული ოცნების“ ადგილობრივი შტაბის უფროსი ლაშა
გვასალია ბრალდებებს უარყოფს და აცხადებს, რომ მათ არ აქვთ ისეთი
სიტუაცია, რომ ასეთ ხერხებს მიმართონ. ასე ის პარტია იქცევა, რომელსაც
დამარცხების ეშინია. „ვერ მივიღებ მსგავს ბრალდებებს, ხშირად ხევენ
ჩვენს პლაკატებს. მე ვიცი, რომ ამას აკეთებს „ნაციონალური მოძრაობა“,
შეიძლება, სართანიას მხარდამჭერებიც აკეთებენ, იმიტომ, რომ შემდგომ
ჩვენ წაგვიყენონ ბრალი“,- განაცხადა ლაშა გვასალიამ.
ზუგდიდის დიაგნოსტიკურ ცენტრ “ჯან-მედის” გინეკოლოგიური განყოფილება ტექნიკური და პროფესიული განვითარების ახალ ეტაპზე გადავიდა. კლინიკაში დამონტაჟდა უახლესი თაობის დიაგნოსტიკური აპარატი - კოლპოსკოპი.
ეუკარბონი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული მედიკამენტია, რომელიც იმ დროს უნდა მიიღოთ, როდესაც ყაბზობა და მასთან დაკავშირებული სიმპტომები "შემოგიტევთ".
წალენჯიხის მუნიციპალიტეტში ფონდი „სოხუმის“ ფორუმ-თეატრის წარმომადგენლების ჩვენება გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ახალგაზრდული ჯგუფი და ურთიერთდახმარების ქალთა ჯგუფი.
ტანსაცმელის დამზადებას და მის მოვლა-პატრონობას სამეგრელოში დიდი ყურადღება ეთმობოდა. ტანსაცმელს ზანდუკ-კიდობნებში ინახავდნენ.ავი თვალის დასაცავად ტანსაცმლის მარცხენა მხარეს, შიგნით "ანგაროზის"(ავგაროზი) დაკერებაც იცოდნენ მას ნათოლეშ წამალს" უწოდებდნენ. ავგაროზი მზადდებოდა ბავშვებისთვის და თვალდაკრული ადამიანებისთვისაც.დღევანდელ გადაცემაში საუბარია როგორ მზადდებოდა ავგაროზი და როგორი იყო მასთან დაკავშირებული რიტუალები.
სამეგრელოში სამგლოვიარო რიტუალი,ითვალისწინებდა დროის გარკვეული ვადით განსაკუთრებული ტიპის სამოსელის ტარებას.ამგვარი დანიშნულების ტანსაცმელის აღსანიშნავად სამეგრელოში სხვადასხვა ტერმინს იშველიებდნენ. არსებობდა სხვადასხვა ფერის სამგლოვიარო სამოსი ,რომლებსაც გარკვეული დანიშნულება ჰქონდა.დღევანდელ გადაცემაში საუბარია ყველა იმ ტიპის სამოსზე რომელსაც იყენებდნენ გლოვის დროს და დეტალურადაა აღწერილი როგორ იკერებოდა ის.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
მასალის გამოყენების პირობები