"ენმ"-ს აქციაზე დასასწრებად მხარდამჭერები ზუგდიდიდან გაემგზავრნენ
“ნაციონალური მოძრაობის“ აქციაში მონაწილეობისთვის პარტიის
მხარდამჭერებს, დეპუტატებსა და კანდიდატებს აქტივისტები გზადაგზა
სამეგრელოს სხვადასხვა რაიონიდანაც შეუერთდებიან.
„ხალხი მზად არის ცვლილებებისთვის, არსებულმა ხელისუფლებამ
თავისი რესურსი ამოწურა" , - განაცხადა "ნაციონალური
მოძრაობის" ერთ-ერთმა წევრმა თენგიზ გუნავამ.
„ენმ“-ს შეკრება დღეს „ვარდების მოედანზე“ 16:00 საათზე დაიწყება და
მოსახლეობას პარტიის ლიდერები სიტყვით მიმართავენ. შეკრების შემდეგ
გაიმართება მსვლელობა რუსთაველის გამზირისკენ, რომელიც პარლამენტის
შენობასთან დასრულდება.
მასალის გამოყენების პირობები